სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ჩემი ხმაურიანი მეზობლების  საოცარი სახლები.



მთავარი იდეა:

  •  მოსწავლეებმა შეძლონ ბუდის დანიშნულების (უამინდობისა და მტრისგან თავდაცვის, გამრავლების უზრუნველყოფის აუცილებელი ფუნქციის) გააზრება.
  •  ბუდის ასაშენებლად გამოყენებული მასალების დადგენა.


პროექტის აქტუალობა:

  • შეძლონ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ფრინველების ბუდეების თავისებურებათა დაკავშირება მათ საცხოვრებელ გარემოსთან.
  •  გაუღრმავდეთ ცოცხალი არსებებისადმი კეთილგანწყობა და მზრუნველობა.


 პროექტის მიზანი: 

  • გააცნობიერონ ფრინველთა ბუდეების მრავალფეროვნება, შეძლონ ზოგიერთი ფრინველის ბუდის აგების თავისებუღებათა აღწერა.
  • შეძლონ  სხვადასხვა მასალის გამოყენებით ბუდის საკუთარი ხელით აგება და ფრინველისთვის საცხოვრებელი გარემოს მოწყობა.
  • გამოიყენებენ ტექნიკურ რესურს ინფორმაციის მოძიებისას და შეგროვებისას.


 მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი.

  ვადები/ხანგძლივობა: 1- 2 თვე. 2012 წლის  29  მარტიდან  30 მაისამდე.

მოსალოდნელი შედეგები: 

  • გაიღრმავებენ ცოდნას ფრინველთა ცხოვრების წესზე.
  • მოიძიებენ დამატებით მასალას ზოგიერთ ფრინველთა უჩვეულო ბინათა შესახებ.
  • თავადაც დააკვირდებიან და აღბეჭდავენ  ფოტო  ან ვიდეო ფირზე ფრინველთა მიერ ბუდის შენების პროცესს და მზა ბუდეებს. შექმნიან  სხვადასხვა მასალის გამოყენებით ბუდეს საკუთარი ხელით და დააკვირდებიან იქნება თუ არა იგი ფრინველთათვის მისაღები და გამოსადეგი.
  • შედეგების  ამსახველ მასალის საფუძველზე  შექმნიან  კედლის გაზეთს და გააკეთებენ ხელნაკეთ ბუდეებს და მოწყობენ ფრინველების და მათი საცხოვრებელი გარემოს მოდელების გამოფენას.


 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ბუნების მესამე კლასის სახელმძღვანელო, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მესამე კლასის სახელმძღვანელო, საბავშვო ენციკლოპედია, ბუდის ასაგებად საჭირო მასალა, ფერადი პლატერინი, აკვარელი,ფორმატის ფურცელი.

ტექნიკური რესურსი: ციფრული აპარატი, ვიდეო გადამღები, კომპიუტერი.

 პროექტის მსვლელობა: მოსწავლეეები გაეცნობიან პროექტის თემას, შეიქმნება 
პროექტში მონაწილეთა სამი ჯგუფი. განაწილდება  თითოეული ჯგუფისთვის დავალებები, შემუშავდება პროექტის გეგმა.

I. ეტაპზე .

I ჯგუფს ეძლევა დავალება ენციკლოპედიაში  და ინტერნეტით მოიძიონ სხვადასხვა  ფრინველთა უჩვეულო ბუდეების ამსახველი ფოტო მასალა.

II ჯგუფი მოიძიებს მასალას ამ ფრინველთა საცხოვრებელ გარემოს შესახებ, ასევე ენციკლოპედიის და ინტერნეტის გამოყენებით.

III.ჯგუფი შეაგროვებს ინფორმაციას ჩვენს პირობებში მცხოვრები ფრინველების ბუდეების შესახებ. გადაუღებენ ფოტოებს ბუდის მშენებლობისას, დაკვირდებიან რა მასალას იყენებს ფრინველი ბუდის  ასაშენებლად.

II ეტაპზე ამ მასალათა შეგროვების შემდეგ, თითოეულ ჯგუფს ცალ-ცალკე ეძლევათ დავალება: გააკეთონ ბუდე მათ პირობებში მცხოვრები რომელიმე ფრინველისათვის, საჭირო მასალის გამოყენებით. ჩაამაგრებენ ამ ბუდეს უფროსების დახმარებიტ საჭირო ადგილას და დააკვირდებიან იქნება თუ არა ეს ბუდე ფრინველისთვის სასურველი, დაიდებენ თუ არა იქ ბინას. გამოიკვლევენ და ახსნიან ამ მოვლენის გამომწვევ მიზეზს.

IV. ეტაპზე  წარმოადგენს თითოეული გუნდი საკუთარი ხელით შექმნილ, მათ მიერ არჩეული ფრინველის, გამორჩეული ბუდის და ფრინველის მოდელს გამოფენისთვის.

Vეტაპზე  კი თითოეული გუნდი წარმოადგენს საკუთარ მოძიებულ მასალას   და მის საფუძველზე შექმნიან კედლის გაზეთს. შეხვედრები კვირაში ორჯერ მოეწყობა.

I.ეტაპს დაეთმობა მინიმუმ ორი კვირა. ხოლო ყოველ მომდევნო ეტაპს მინიმუმ ერთი კვირა.

საგანობრივ ჯგუფთან კავშირი: ბუნება და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,ისტ.

ბუნ.III. 2.მოსწავლეს შეუძლია განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმისთვის.

ბუნ.III.  11.  მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.

ხელოვნება ს.გ.III. 3. მოსწავლე აკვირტდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს დაშეუძლია დაკვირვების შედეგების ასახვა ნამუშევარში.

ს.გ.III.7.მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ჯგუფური ან ინდივიდუალური ნამუშევარი და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი.

პროექტის ხელმძღვანელი: თინათინ გოგუაძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tinatingoguadze@gmail.com


სასწავლო პროექტი


 რა სიხშირით ვსტუმრობთ ბიბლიოთეკას?

 პროექტის მთავარი იდეა: დააკვირდნენ რამდენად ხშირად დადიან ბიბლიოთეკაში, გაეზრდებათ  ბიბლი ოთეკაში  სხვადასხვა სახის საბავშვო ლიტერატურის მოძიების და გაცნობის ინტერესი.

პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის მოგროვებას და დახარისხებას.შეძლებენ მონაცემთა მიხედვით სვეტოვანი დიაგრამის გაკეთებას. დააჯგუფებენ ბიბლიოთეკაში მოხმარებული  წიგნების  სიხშირეს კლასების მიხედვით. გამოიკვლევენ რა სახის ლიტერატურით სარგებლობენ უფრო ხშირად  I IV კლასის მოსწავლეები.ითანამშრომლებენ ბიბლიოთეკართან, აიღებენ მისგან ინტერვიუს.
 სავარაუდოდ ეს პროექტი გამოიწვევს არა მხოლოდ მასში მონაწილე  მოსწავლეთა გააქტიურებას, ბიბლიოთეკის მოხმარებისმიზნით, არამედ  I IVკლასის ყველა მოსწავლეს.

მიზნები და შედეგები: განუვითარდერბათ მონაცემთა შეგროვების,დახარისხების და სვეტოვანი დიაგრამით გამოსახვის უნარ–ჩვევა. თანამშრომლობის, კითხვის დასმის, ინტერვიუს აღების უნარ–ჩვევას.

მონაწილეთა ასაკი:  7–8 წელი

ვადები /ხანგძლივობა: 2011 ნოემბრიდან  2011წლის დეკემბრამდე.

მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, სადაც განთავსდება მოსწავლეთა  კვლევის შედეგები.მონაცემებს გამოსახავენ ელექტრონული სვეტოვანი დიაგრამის სახით.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი: შესაგროვებელ მონაცემთა ცხრილი,პასტა, კომპიუტერი ელექტრონული დიაგრამის შესაქმნელად, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა:  
I დღე. მოსწავლეებისთვის პროექტის თემის გაცნობა. პროექტში მონაწილეების 2 ჯგუფად განაწილება,თითოეული ჯგუფისთვის დავალების მიცემა,პროექტის გეგმის შემუშავება.
I ჯგუფს ეძლევა დავალება.ჩაინიშნონ I–დან  IVკლასის ჩათვლით მოსწავლეების მიერ ბიბლიოთეკაში წიგნების მოხმარების სიხშირე 1თვის განმავლობაში.
II ჯგუფი ჩაინიშნავს, თუ რა სახის ლიტერატურით ინტერესდებიან უფრო ხშირად I და IVკლასის მოსწავლეები.გამოყოფენ ოთხ კატეგორიას(ზღაპრები, მოთხრობები, ლექსები და სასწავლო ლიტერატურა)
 ხდება ჯგუფში  წევრებს შორის მოვალეობების გადანაწილება.
II დღე.  ერთობლივად, მასწავლებლისა და  მოსწავლეების მიერ, ინფორმაციის ჩასანიშნი სქემის შედგენა. სქემას ყოველ სამ დღეში შეავსებენ და წარმოადგენენ.

საგანთან კავშირი:  მათემატიკა
მათ:II.11. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ.
მათ:II.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება.
მათ:II13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.
სამუშაო ენა: ქართული

პროექტის ხელმძღვანელი:   თნათინ გოგუაძე

 ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა:tinatingoguadze@gmail.com